ციფრული მაუწყებლობა თბილისის სამაუწყებლო ზონაში ჩაირთო

დღეს დილიდან თბილისის სამაუწყებლო ზონაში ანალოგური მაუწყებლობა გაითიშა და ციფრული მაუწყებლობა დაიწყო. დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში მოხვდა თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული.

ცვლილება ეხება მხოლოდ იმ მაყურებელს, ვინც მაუწყებლობას აქამდე ე.წ. სახლის ანტენით იღებდა. ასეთი სულ 300 ათასამდე ოჯახი იყო დარეგისტრირებული. თუმცა ამ ეტაპზე კვლევა არ ჩატარებულა და უცნობია, რამდენი ოჯახი ვერ იღებს ცირფულ მაუწყებლობას და რამდენმა შეიძინა ე.წ. სეტ ტოპ ბოქსები, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის საჭირო მოწყობილობაა.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მაუწყებლობას საკაბელო ოპერატორის, ან თანამგზავრული (სატელიტური) სიგნალით იღებს, მაუწყებლობის ტიპის ცვლილება არ ეხება.

სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის “სეტ-ტოპ-ბოქსები” უკვე შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ “სეტ-ტოპ-ბოქსს” რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, „საქართველოს ფოსტის“ შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად, ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება.

2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში, ცაგერში, ქ. ფოთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ოზურგეთში, ქ. ზესტაფონში, მარტვილში, ქ. სამტრედიაში, ქ. ხონში, ქ. სენაკში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ქ. ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ბორჯომში, ქ. ბაკურიანში, აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. თელავში, ცივის მთაზე, ქ. სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდერში, დმანისში, ქ. ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლურში, ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

banner
წინა სტატიაშისამარშუტო ტაქსის 14 მძღოლს ხაზზე მუშაობა აეკრძალა
შემდეგი სტატიასუპერთასის ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება