სამარშუტო ტაქსის 14 მძღოლს ხაზზე მუშაობა აეკრძალა

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს მიკროავტობუსების მონიტორინგს.

კომპანია 30 ივნისის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

“თბილისის მიკროავტობუსის” ინფორმაციით, მარშრუტზე მუშაობისას დღის ცხელ პერიოდში კონდიციონერი არ ჩართეს N48 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა გ. ქ.- მ და ფ. ჭ.-მ, N200 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა მ. ქ.-მ, N32 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ზ.ზ.-მ N171 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ბ.გ.-მ, N75-ის მძღოლმა უ. ბ.-მ, N7-ის მძღოლმა ზ. გ.-მ, N205-ის მძღოლებმა ვ. ჭ.-მ და ნ. ო.-მ, N156-ის მძღოლმა ტ. კ.-მ და N6-ის მძღოლმა ბ. ა.-მ. აღნიშნულ მძღოლებს ორ-ორი კვირით აეკრძალებათ ხაზზე მუშაობა 2 ივლისიდან.

ამასთან, N51 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლი ა. ა. მარშრუტზე მუშაობის დროს ეწეოდა სიგარეტს, ამ დარღვევისათვის მას ერთი თვით 2 ივლისიდან აეკრძალება მუშაობა.

კომპანიის ინფორმაციით, N192 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა უნებართვოდ გადაუხვია მარშრუტიდან. აღნიშნული დარღვევისათვის მას 10 დღით აეკრძალება მუშაობა.

banner
წინა სტატიაში„თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“
შემდეგი სტატიაციფრული მაუწყებლობა თბილისის სამაუწყებლო ზონაში ჩაირთო