ცეცხლი ტყის მასივის 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული

ცეცხლი ტყის მასივის 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული

კუმისშიამ წუთებში ბორჯომის რაიონში, სოფელ საკირეს სიახლოვეს მაღალმთიან ადგილას წიწვოვანი ტყე იწვის. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივის დაახლოებით 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული.ტყის მასივში ცეცხლის ჩაქრობას 11 სახანძრო სამაშველო ბრიგადას, 100 მეხანძრეს და ადგილობრივ მოსახლეობას ერთობლივად უწევთ.
შექმნილი ვითარების გამო სოფელ დვირში საგანგებო შტაბი შეიქმნა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე აცხადებს, რომ ამინდი სტაბილურია, ქარი არ ქრის, რაც ხელს შეუწყობს ცეცხლის ლოკალიზებას.
გუბერნატორის განცხადებითვე, შემთხვევის ადგილი საკმაოდ მაღალმთიანი ზონაა. რეგიონში არსებული ტექნიკით აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლა რთული იქნება, ამიტომ თბილისიდან შესაბამისი ტექნიკა უკვე გამოძახებულია და გზაშია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

banner
წინა სტატიაშიმეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა
შემდეგი სტატიაშვარცნეგერი და მაკარევიჩი უკრაინის პატრიოტი მსახიობების სიაში შევიდნენ