შვარცნეგერი და მაკარევიჩი უკრაინის პატრიოტი მსახიობების სიაში შევიდნენ

ანდრეი მაკარევიჩი ოდესაში კულტურის და ტურიზმის სამინისტროს უხელმძღვანელებს

შვარცნეგერი და მაკარევიჩი უკრაინის პატრიოტი მსახიობების სიაში შევიდნენუკრაინის კულტურის სამინისტროში უცხოელი კულტურის მოღვაწეების თეთრი სია შეადგინეს, რომლებიც კიევს უცხადებენ მხარდაჭერას. ამის შესახებ უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
“დიდად ვაფასებთ ამ უკრაინისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, რომლებიც მსოფლიოში ცნობილები არიან, უკრაინის კულტურის სამინისტრო კულტურის მოღვაწეების თეთრი სიის შედგენას იწყებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და დემოკრატიას, უარი უთხრეს აგრესიას, ოკუპაციასა და ანექსიას” – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

მიმდინარე მომენტში სიაში სხვადასხვა ქვეყნიდან 34 მსახიობია შესული. მათ შორის არიან რუსი მსახიობები ლია ახეჯაკოვი, ვალენტინ გაფტი, ოლეგ ბასილაშვილი და მიხეილ ეფრემოვი, ასევე მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი, იური შევჩუკი და ზემფირა. გარდა ამისა სიაში მოხვდნენ მწერლები ბორის აკუნინი, პოეტი ორლუშა და ჟურნალისტი არტიომ ტროიცკი, ამერიკელი მილა იოვოვიჩი, ჯგუფ Depeche Mode-ის წევრი მარტინ გორი, Scorpions-ის ფრონტმენი კლაუს მაინე, მსახიობები არნოლდ შვარცნეგერი და ტიმ როტი.
სამინისტროში ამბობენ, რომ სია გაფართოვდება. მათ უკრაინულ საზოგადოებას მოუწოდეს რომ მონაწილეობა მიიღონ სიის შედგენაში.

banner
წინა სტატიაშიცეცხლი ტყის მასივის 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული
შემდეგი სტატიაგენერალი, რომელმაც რუსეთს “მთავარი საფრთხე” უწოდა, აშშ-ს გაერთიანებულ შტაბს უხელმძღვანელებს