ცეესკოს მონაცემები

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

ceeskoსაუბნო-საარჩევნო კომისიებში ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 34,43 %-მა, მარტვილში – 39,99 %-მა.
რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, დმანისში ამომრჩეველთა – 34,98 %-მა, ვანში – 47,57 %-მა, ხოლო ხობში – 54,14 %-მა მიიღო მონაწილეობა.
საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.
გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღევე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

banner
წინა სტატიაშითამარ ხიდაშელის შემაჯამებელი ბრიფინგი
შემდეგი სტატიაამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი