ჩიორა თაქთაქიშვილი: არ არის სწორი facebook-ზე გამოთქმული აზრის გამო ადამიანი ციხეში 2 წლით ჩაჯდეს

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა. ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით ცვლილებების თანახმად სოციალურ ქსელში დაფიქსირებული აზრის გამო ადამიანს შესაძლოა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

„ამ კანონპროექტით ვქმნით საფუძველს იმისთვის, რომ პროკურატურამ ადამიანებს პასუხი მოსთხოვოს დააშინოს facebook-ზე დაფიქსირებული პოზიციისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ facebook-ზე გამოხატული აზრის გამო ადამიანების ციხეში უნდა ჩაჯდნენ 2 წლით,“ – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპანკისიდან ორი მოსწავლის სირიაში გამგზავრების საკითხზე მოკვლევა დასრულებულია
შემდეგი სტატიაკაბელების საქმის პროცესი რამდენიმესაათიანი შეყოვნების შემდეგ კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს