კაბელების საქმის პროცესი რამდენიმესაათიანი შეყოვნების შემდეგ კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ე.წ. კაბელების საქმის პროცესი რამდენიმესაათიანი შეყოვნების შემდეგ კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეყოვნების მიზეზი პროკურატურის მიერ წარდგენილი საიდუმლო მასალები იყო, რომლებზეც ადვოკატებს კითხვები ჰქონდათ. მხარეებმა სწორედ ეს დოკუმენტები შეადარეს ერთმანეთს.

ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში განახლდა და კვლავ გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: არ არის სწორი facebook-ზე გამოთქმული აზრის გამო ადამიანი ციხეში 2 წლით ჩაჯდეს
შემდეგი სტატია,,რობოტი მზარეული,, 14.000 დოლარად (ვიდეო)