„ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს“

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგორდის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.

მისი თქმით, იგივე პრობლემების წინაშე დგას მოლდოვაც და უკრაინაც, რასაც ის მიუღებელს უწოდებს.

ლიდეგორდის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უნდა განხორციელდეს და პოზიტიური შედეგის მიუღებლობის შემთხვევაში, სანქციები უნდა გაიზარდოს.

„მოლდოვაც და უკრაინაც არის იგივე პრობლემის წინაშე. ეს რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ არ დაკანონდეს ოკუპაციები. მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და თუ ვერ დავინახავთ პოზიტიურ შედეგებს, სანქციებს გავზრდით. ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი პარტნიორები რუსეთისთვის, მაგრამ არა იმ ფონზე, როდესაც ის უკანონო ოკუპაციას ახორციელებს მთელი რიგი ქვეყნების მიმართ“, – განაცხადა ლიდეგორდმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილმა კოლეგებს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიაოფიციალური თბილისის თხოვნით, იაპონიამ საქართველოს დასახელება შეუცვალა