თამარ ბერუჩაშვილმა კოლეგებს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის მადლობა გადაუხადა

გაეროში ერთი დელაგაცია გაემგზავრება და ასამბლეაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა

საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიის, პოლონეთის, შვედეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

“ერთობლივი ვიზიტი ნათელი დასტურია იმისა, რომ ეს ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, იზიარებენ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც წარმატებული თანამშრომლობის კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული,” – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სამივე ქვეყანას მადლობა გადაუხადა ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მალე შეუერთდებიან მათ რიგებს.

თამარ ბერუჩაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისა და რიგის სამიტზე კონკრეტული პროგერესის წარმოჩენისთვის.

ევროპის სამი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრებიან.

დღეს ბერუჩაშვილი პოლონელ კოლეგასთან ხელს მოაწერს მემორანდუმს, რაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“სექტემბრიდან გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვა არ დასტურდება” – თამარ სანიკიძე
შემდეგი სტატია„ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს“