„ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს”

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია იმედოვნებს, რომ 17:30 წუთზე მოსამართლე ურთმელიძე სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროცესები საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ახლა კი მთელი ყურადღება მოსამართლის გადაწყვეტილებისკენ არის მიმართული.

„ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ვნახოთ, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სალიამ.

კითხვაზე, რატომ გადაწყდა გადაწყვეტილების მიღება დღეს, როდესაც ურთმელიძე ამბობდა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სჭირდებოდა, ადვოკატი ამბობს, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს სასამართლო პროცესების რამდენჯერმე გადადებასაც.

„სიმართლე გითხრათ, პაექრობის ეტაპზე დაცვის მხარეს ახალი არაფერი უთქვამს. ერთი და იგივეს იმეორებდნენ. კამათი იყო ექსპერტიზის ნაწილში, რაზეც ჩვენი მხრიდან გაეცა ადეკვატური ნაბიჯი. შესაძლებელია მოსამართლემ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროდ ჩათვალა ის დრო, რაც დაასახელა“, – აღნიშნა სალიამ.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებას სურს არჩევნები მოიგოს ბანდიტური მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით“
შემდეგი სტატია„სახელმწიფო მოტივირებულია ოპონენტების დისკრედიტაციისკენ“