„სახელმწიფო მოტივირებულია ოპონენტების დისკრედიტაციისკენ“

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

სოფო ნიჟარაძის და თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან დაკავშირებით, სახელმწიფო არის ტენდენციური.

ეს განცხადება ბასილაიამ ე.წ. მოდულის შენობაში სოფო ნიჟარაძის დაკითხვის შემდეგ და თემურ ჯანაშიას დაკითხვაზე შესვლამდე გააკეთა.

„ნიჟარაძის საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა სასაუბრო არაფერია. ფალსიფიცირებული ფაბრიკაციაა წარმოდგენილი, რასთან დაკავშირებითაც პასუხი არის მარტივი. სახელმწიფო, რომელიც ინტერესდება ვიღაცის მიერ დადებული 2 ადამიანს შორის განხორციელებული საუბრით, რომელიც შეიძლება პირად საუბრადაც შეფასდეს და არ ინტერესდება ვინ მიაყურადა, ჰქონდა თუ არა ადგილი უკანონო მოსმენას და ა.შ. ეს სახელმწიფო არის ტენდენციური და სახელმწიფო მანქანა მოტივირებულია ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ და არა გამოძიების ინტერესებისკენ“, – განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება საგამოძიებო უწყებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას დაბარებას, ამაზე ადვოკატმა აღნიშნა, რომ უხერხულია სახელმწიფო გადატიალების საქმეზე დაიბარო ადამიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში იცავდა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების, უმაღლესი თანამდებობის პირების და სახელმწიფო შენობების უსაფრთხოებას.

მისი თქმით, ეს არის ადამიანი, ვის მიერადაც არის შექმნილი სისტემა, რომელიც დღესაც იცავს მოქმედ ხელისუფლებას.

სოფო ნიჟარაძე და თემურ ჯანაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე უკრაინულ საიტზე გავრცელებულ აუდიო მასალებთან დაკავშირებით დაიბარეს.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს”
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვა