“ჩვენი რეაქცია იქნება ძალიან მძაფრი და ხისტი,” – თედო ჯაფარიძე სომხეთში სავარაუდოდ გამართულ შეხვედრაზე

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

ინფორმაციას სომხეთში სავარაუდოდ გამართული შეხვედრის შესახებ პარლამენტარები ეხმაურებუიან. უმრავლესობის წევრების აზრით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რეაგირება მკაცრი უნდა იყოს.

“საგარეო უწყებაში უკვე გაკეთდა განცხადება, რომელიც ითვალისწინებს მკაცრი ზომების მიღებას. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ჩვენი რეაქცია იქნება ძალიან მძაფრი და ხისტი.” – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ.

უმცირესობა კი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“საქართველოს მთავრობამ დეკლარირებულად შეასუსტა არაღიარების პოლიტიკა, მიზანმიმართულად გააქრო საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ამ ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ ამგვარ რეციდივებს ადგილი ექნება და ჰქონდა კიდეც. პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც არ და ვერ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი მკანდელაკმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ინტერნეტგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიტუბერკულოზის შემთხვევა 24-ე საჯარო სკოლაში
შემდეგი სტატიასომხეთმა ბიბილოვის ვიზიტი დაადასტურა (ყავის დასალევად ყოფილა)