ტუბერკულოზის შემთხვევა 24-ე საჯარო სკოლაში

ტუბერკულოზის შემთხვევა 24-ე საჯარო სკოლაში. მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მკურნალობას უკვე სახლში გადის. პარალელურად კი კვლევა უტარდება ყველა იმ მოსწავლეს და მასწავლებელს, ვისთანაც მას სწავლის პერიოდში შეხება ქონდა.

კვლევების პროცესში ორგანიზმში ინფექციური ჩხირი კიდევ 2 მოსწავლეს დაუდგინდა. თუმცა, მათი დაავადების გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

სკოლაში უკვე დამუშავდა საკლასო ოთახები, რის გამოც განათლების სამინისტრო და დირექცია სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობას ვერ ხედავს.

banner
წინა სტატიაშიფოტო თუ ფოტომონტაჟი?! საგარეო უწყებას ეჭვი ეპარება
შემდეგი სტატია“ჩვენი რეაქცია იქნება ძალიან მძაფრი და ხისტი,” – თედო ჯაფარიძე სომხეთში სავარაუდოდ გამართულ შეხვედრაზე