ჩემი მისია სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაა – აცხადებს თიბილოვი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ მისი მისია პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაა.

,,თუ ჩემი პრეზიდენტობის დროს სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, მე ჩვათვლი რომ ჩემი ხალხის დიდი ხნის ოცნება ახდა და ჩემი მისიაც შესრულებულია,, განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა, დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის  გუშინ გამართულ სესიაზე, რომლის დროსაც რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა.

გუშინდელ სესიას თიბილოვმა ისტორიული უწოდა და აღნიშნა რომ ამ სესიის ჩატარება იმ დარბაზში, რომელიც 2008 წლის მოვლენების დროს დაიწვა და რუსული ინვესტიციით იქნა აღდგენილი, ნიშანდობლივია.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი სექსისტური ხასიათის სარეკლამო რგოლების აკრძალვის საჭიროებას ხედავს
შემდეგი სტატიაგაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთთან მიმართებაში საია-ს რეკომენდაციები გაითალისწინა