,,ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ”

პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პატირმობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს:

„ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა და საერთოდ მეგობრობა – ჩემი ყველაზე მთავარი ნარკოტიკია. არასდროს არ განმისხვავებია ადამიანების ვისთანაც ურთიერთობა მქონია, არც პოლიტიკური, არც ფინანსური, არც ასაკობრივი და არანაირი ნიშნებით.

ყოველთვის ვცდილობდი ყველასთვის კომფორტული ადამიანი ვყოფილიყავი და ასეთი დისკომფორტი მოგაყენეთ. (ვისაც გიყვარვართ რა თქმა უნდა).

ყველაზე დიდი მადლობა, ვინც მხარი დამიჭირეთ, მე ჩემს ოჯახს, ძალიან ბევრი ხართ და მე ვამაყობ თქვენით და ბედნიერი კაცი ვარ. მე თქვენ გგრძნობდით იქ სადაც ვიყავი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ნაცნობს თუ უცნობს, ვინც მხარი დამიჭირეთ სოციალურ ქსელებში.

ძალიან ბევრი გადავიკითხე დადებითი და რა თქმა უნდა უარყოფითსაც განსაკუთრებული გულისყურით გადავავლე თვალი, მათ ავტორებსაც. ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ.

მოკლედ, ყველას გინახულებთ და ჩაგეხუტებით, აქაც მოგწერთ, ცოტა დრო მჭირდება, უპასუხოდ არავის დაგტოვებთ… ყველაფერი კარგად იქნება. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვისთანაც შეხება მქოდა ამ ორი თვის განმავლობაში – ჩემი დაკავებიდან ჩემს დროებით გამოშვებამდე. ძალიან დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პატიმრებს ყველა თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ. თავიანთ მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებდათ.

ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ლელას, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის“, – წერს მამულიჩა.

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული კახა მამულაშვილი გირაოს საფუძველზე გუშინ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატია“ბევრი საოცნებო ტელევიზია გაქვთ და იქ გაუშვით სიუჟეტები დაკვეთით!!!”