საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე დღეს, პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
ეკონომიკური ფორუმი 8 სექტემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. მასში 60 ქვეყნიდან 3000-ზე მეტი სტუმარი – პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ლიდერები მონაწილეობენ.
ირაკლი ქაშიბაძის სიტყვით გამოსვლა 12:40 საათზეა დაგეგმილი. ის მონაწილეობას იღებს პლენარულ სესიაზე ” ევროპისა და აზიის ტექნოლოგიური სააგენტოები – თანამშრომლობა ინოვაციებისათვის” სლოვაკეთის, ჩეხეთის, გერმანიის წარმომადგენლებთან ერთად.
კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმი პოლონეთის ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. წელს რიგით 25-ე კონფერენცია იმართება.