რუსული გამოცემა ,,ვეჩერნაია მოსკვას,, ცნობით, ოქტომბრის პირველ კვირა დღეს, 4 ოქტომბერს, მოსკოვში ,,ერმიტაჟის,, ბაღში ,,თბილისობის,, ზეიმი მოეწყობა…
მოსკოვური ,,თბილისობის,, ორგანიზატორები, რუსეთის ქართველთა კავშირი და ქალაქ მოსკოვის მთავრობა, ზეიმზე მომსვლელებს საინტერესო და სახალისო სანახაობას ჰპირდებიან…. კერძოდ, მოსკოვის ქართული რესტორნების შეფ-მზარეულები მისულ სტუმრებს არა მხოლოდ დააგემოვნებინებენ ქართულ კერძებს, არამედ მათ მომზადებაში მონაწილეობასაც შესთავაზებენ… მოეწყობა საწნახელი – ღვინის დაწურვის რიტუალით, ფელამუშისა და ჩურჩხელების მომზადების სცენებით… ქართული ცეკვის ანსაბლის წევრები კი, მსურველებს ქართული ცეკვის ილეთების შესწავლაში დაეხმარებიან, აცხადებს რუსული გამოცემა.
გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი საქართველოდან მოწვეულ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებზე… აქედან გამომდინარე უცნობია, მიიღებენ თუ არა შარშანდელივით მოსკოვურ ,,თბილისობაში,, ქართველი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობას… დიდი ალბათობით წლევანდელ ზეიმს მოსკოველები ადგილზე მყოფი ქართველი შოუმენებით გადაივლიან.
www.timer.ge