ამერიკული ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღფღთოვანებას ვერ მალავს ,,ამერიკელთა შემოქმედებითი მიდგომით და მათი გახსნილი დამოკიდებულებით სამყაროსადმი,,
,,პრობლემების მოგვარებისადმი შემოქმედებითი მიდგომა… მათი გახსნილობა… გახსნილობა და აღქმის უნარი, რაც საშუალებას აძლევთ მათ გამოიყენონ თავიანთი ხალხის შინაგანი პოტენციალი… და ამის წყალობით მიაღწია ამერიკამ თავისი ქვეყნის განვითარების გამაოგნებელ შედეგებს,, აცხადებს პუტინი.
ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკულ არხთან კომენტარი გააკეთა თავის მეტსახელზე ,,მეფეზე,, …
,,მერე რა? მე სხვადასხვანაირად მეძახიან… არა აქვს მნიშვნელობა რას გეძახიან შენ… კეთილის მსურველებია ისინი, მეგობრები თუ ოპონენტები… მნიშვნელოვანია შენ თვითონ რას ფიქრობ საკუთარ თავზე,, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა.
CBS-ს განცხადებით, პუტინთან ინტერვიუს სრული ვერსიას კვირას გამოაქვეყნებენ ტელეეთერში.
www.timer.ge
/იხილეთ ვიდეო/