შს სამინისტრო “თაიმერის” ექსკლუზიურ ინტერვიუზე და ე.წ. “ნარუშილოვკების” სკანდალზე განცხადებას ავრცელებს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

ახალი ამბების სააგენტო “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციაზე, რომელიც ყოფილი პოლიციელის მხრიდან გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერებ ეხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“2015 წლის 28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს,”- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს სკანდალურ ჩანაწერებზე, რომელიც მედიით გუშინ გავრცელდა,გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 28 სექტემბერს ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 332-ე მუხლით.”- წერს სუხიაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინს, სიტყვით გამოსვლისას, უკრაინულმა დელეგაციამ უკრაინის დაცხრილული დროშა გაუშალა
შემდეგი სტატიაჭიკაიძის „ნარუშილოვკა“- დაიბარებენ თუ არა ყოფილ მინისტრს დაკითხვაზე?