ჭიკაიძის „ნარუშილოვკა“- დაიბარებენ თუ არა ყოფილ მინისტრს დაკითხვაზე?

სააგენტო “თაიმერის” ექსკლუზიური ინტერვიუს მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინსიტროს ყოფილი მაღალჩინოსნის და ამჟამად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოადგილის ლევან იზორიას ძმის ე.წ ნარუშილოვკაზე პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემაზე, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის დავით ცინარიძის, ძმის ქორწილში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ექსკორტად გამოყენებაზე შინაგა საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ შემოწმების შედეგად გადაცდომა დადგინდა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

სკანდალური მასალით მთავარი პროკურატურაც დაინტერესდა და უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის 332 მუხლით აღიძრა, რაც სამსახურეობრივი უფლებასმოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია პოლიციის რომელ მაღალჩნოსანს დაიბარებენ დაკითხვაზე და აღმოჩნდება თუ არა დაბარებულთა შორის შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომლის ხელმოწერაც ე.წ ნარუშილოვკაზეა.
2014 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო , რომელიც ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვისა და კრიზისების საბჭოს უფროსის მოადგილეა.
კანონის თანახმად ე.წ „ნარუშილოვკაზე“ მინისტრის ხელმოწერაა, რადგან დოკუმენტი მინისტრის მიერ საიდუმლო რეჟიმში გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ “თაიმერით” გავრცელებული ექსკლუზიური ინტერვიუს მიხედვით, მსგავსი ტიპის დოკუმენტები, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე და ე.წ მეგობარ ქალბატონებზე იყო გაცემული.

banner
წინა სტატიაშიშს სამინისტრო “თაიმერის” ექსკლუზიურ ინტერვიუზე და ე.წ. “ნარუშილოვკების” სკანდალზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე დასრულდა