საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული ვაღინაკ გ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანიდან 80 აბი სამედიცინო პრეპარატი „კოდოლიპრანი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,76 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.