არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე სურვილს სამი კანდიდატი გამოთქვამს

-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე სურვილს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამი კანდიდატი გამოთქვამს. საკუთარ კანდიდატურებზე ღიად საუბრობენ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც ოლიმპიური სოფლის მერი იყო ოლიმპიურ ფესტივალზე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. კიდევ ერთი კანდიდატის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, სფფ-ს პრეზიდენტობაზე შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა დააყენოს სფფ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი, უეფა-ს სუპერთასის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ამთავრებს. შესაბამისად, სიჭინავა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში გაიმართება აღმასკომის სხდომა, რომელზეც გახდება ცნობილი თუ როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნებში. თარიღის გამოცხადების შემდეგ, მსურველები საკუთარ კანდიდატურებს ოფიციალურად დაარეგისტრირებენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საპატრულო პოლიციამ კოდეინის შემცველი 80 აბი ამოიღო
შემდეგი სტატია“კაბელების საქმეზე” ბრალდებული გიორგი ლობჟანიძე სამსახურში აღდგენაზე პირველ კომენტარს აკეთებს