შსს “ნაციონალური მოძრაობის” აქციის გამო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” აქციის გამო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 მარტს დაგეგმილი აქციის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში გარკვეული შეზღუდვები წესდება.

კერძოდ, 08:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს.

14:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. აქციის მიმდინარეობისას პუშკინის ქუჩასა და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

აქციის მსვლელობისას ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე გმირთა მოედნის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიბათუმიდან თბილისისკენ “ნაციონალური მოძრაობის” კოლონა დაიძრა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად არტურ მიქვაბია დაინიშნა. აფხაზურის მედიის ინფორმაციით, მიქვაბია