აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად არტურ მიქვაბია დაინიშნა. აფხაზურის მედიის ინფორმაციით, მიქვაბია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად არტურ მიქვაბია დაინიშნა. აფხაზურის მედიის ინფორმაციით, მიქვაბია გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ “მინისტრთა კაბინეტს” წარუდგინა.
არტურ მიქვაბიამ რაულ ხაჯიმბას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. “ამოცანა რთული გვაქვს, თუმცა გავუმკლავდებით”, – განაცხადა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა.
მიქვაბიამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტს ბესლან ბუთბა იკავებდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადადგა.

banner
წინა სტატიაშიშსს “ნაციონალური მოძრაობის” აქციის გამო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს
შემდეგი სტატია“ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე”