შსს-მ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, 1967 წელს დაბადებულმა დავით ნ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1976 წელს დაბადებული გიორგი ს. ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის გიორგი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილება აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტრომ საგზაო ბითუმის იმპორტიორი საწარმოების მფლობელი დააკავა