პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება

პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება. როგორც “თაიმერს” საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან “ძლევაი” აცნობეს , ჩვილთა საყოველთაო 39-ე ნათლობა 22 მაისს, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზისა და წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა სამების ტაძარში სადღესაწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 19:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 23 069 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილი არიან. 38-ე საყოველთაო ნათლობა 19 იანვარს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი “მწვანე ალტერნატივას” კვლევის შედეგებს შეისწავლის
შემდეგი სტატიაშსს-მ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა