შპს „ჯეთპაჩერ ჯორჯიას“ მოქმედი და ყოფილი დირექტორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

finansta saministro

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე შპს „ჯეთპაჩერ ჯორჯიას“ მოქმედი და ყოფილი დირექტორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

აღნიშნული საწარმო 2008-2012 წლებში სისტემატურად იმარჯვებდა ქალაქ თბილისის მერიისა და ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 8 მილიონ 252 ათას 729 ლარს. გამოძიებამ დაადგინა, რომ „ჯეთპაჩერ ჯორჯიას“ მიერ, რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია ქალაქის მერიისა და ძველი თბილისის გამგეობისთვის წარდგენილი, შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახულ ღირებულებაზე. ბრალდებულები ოფიციალურ დოკუმენტებში უთითებდნენ ყალბ მონაცემებს.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ცხრა წლამდე პატიმრობას.

banner
წინა სტატიაში“კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო 29-ე ადგილს იკავებს,” – ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა ნეპოტიზმში ვანის გამგებელს ადანაშაულებს