ნაციონალური მოძრაობა ნეპოტიზმში ვანის გამგებელს ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციულმა კომისიამ მუშაობა ვანში დაიწყო. საპარლამენტო უმცირესობა 3 დღის განმავლობაში დარჩება ვანში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ნეპოტისტურ და კორუფციული გარიგების ფაქტებს გამოავლენენ.

ნაციონალურმა მოძრაობის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში ბანერი გამოფინეს, რომელზეც შემდეგი წარწერაა მითითებული – “ვანის გამგებელი, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ბიუჯეტის ქურდები”.

„ვანის რაიონი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პირადი ტერიტორია, იმიტომ, რომ გამგებლად დანიშნეს კახა კალაძის ოჯახის წევრის ნათელმირონი, საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნულია ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელის ბიძაშვილი ლილუაშვილი,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობას გამოეხმაურა ვანის გამგებელი, რომელიც ნეპოტიზმის ფაქტებს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ რამდენიმე სამსახურში მისი სიძე, და და მეუღლე მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიშპს „ჯეთპაჩერ ჯორჯიას“ მოქმედი და ყოფილი დირექტორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიალევან კორტავას საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ ზოგიერთ ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო