ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ორი მოქალე

ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ორი მოქალე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, აჭარის ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – გოკჰან ავჯი და კურტულუშ სოსლუოღლუ დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და საქართველოს მოქალაქეებზე გაასაღეს, სხვადასხვა ოდენობის ყალბი ამერიკული დოლარის და თურქული ლირას კუპიურები.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 – დან 10 წლამდე ვადით

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიაკახი კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრია