“შვეიცარიის ელჩის განცხადებებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება”, – პრემიერი

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

საქართველოს პრემიერმინისტრი შვეიცარიის ელჩს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გიუნტერ ბეხლერისგან მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებზე ინფორმაცია მოისმინა. ამ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაური შვეიცარიელ დიპლომატს დაპირდა, რომ აღნიშნული თემით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება.

„მაინტერესებდა, რას შეეხებოდა მისი წუხილი და მან ამიხსნა, რომ შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა ქართველი პარტნიორები, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს და მისი აღქმით, დავა გაგრძელდა არასამართლიან გარემოში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესი არის და ყოველთვის იქნება ხელშეუხებელი და დაცული.

შვეიცარიის ელჩის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა.

„მე დავინახე პრემიერმინისტრის და მთელი მთავრობის პოზიტიური რეაქცია. მოველით ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარებას და შვეიცარია, რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის ყოველთვის მზად არის”, – განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.

შეგახსენებთ, რომ ბეხლერის ინტერვიუ ქვეყანაში შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით „Financial”-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაში,,ოკუპანტებო გაეთრიეთ,, – ბელორუსები ,,ღამის მგლებს,, პლაკატებით დახვდნენ
შემდეგი სტატიაC ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია იწყება