“შესახლების ადგილს პატიმრები არ ირჩევენ” – სასჯეაღსრულების პასუხი კახა ნაკანს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის კახა ნაკანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. განცხადება ამ თემაზე მისმა ადვოკატმა კახა შონიამ გააკეთა. ნაკანმა 2 დღის წინ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ის ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას მოითხოვს.

მსჯავრდებულის მოთხოვნას სასჯელაღსრულების სამინისტრომ უპასუხა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შესახლების ადგილს პატიმრები არ ირჩევენ და ამ თემაზე გადაწყვეტილებას დეპარტამენტის უფროსი იღებს.

სამინისტროს განცხადებას ნაკანის ადვოკატი გამოეხმაურა. კახა შონიამ თებერვალში მიმართა სათანადო წერილებით სასჯელაღსრულების მინისტრს და სახალხო დამცველს, სადაც ითხოვდა ნაკანის ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას, ვინაიდან, მისი თქმით, მასზე, გლდანის მე-8 დაწესებულებაში შესაძლოა განხორციელებულიყო სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა.

“ეს ზეწოლები დღემდე გრძელდება”, – განაცხადა კახა ნაკანის ადვოკატმა.

დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს კახა ნაკანი, თუმცა მას კონკრეტული მოთხოვნები სახალხო დამცველის აპარატის მისამართით ამ ეტაპზე არ გააჩნია.

“სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოინახულეს პატიმარი. პირველად მისი მომართვის საფუძველი იყო მე-8 დაწესებულებაში მისი გადაყვანის ფაქტი. სასჯელაღსრულებიდან ასევე მივიღეთ პასუხი, რომ მე-8 დაწესებულებაში მისი მოთავსების შემდეგ მას უსაფრთხოების პრობლემები არ შეექმნება”, – განმარტა სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე : ქამრები კი არ უნდა შემოიჭიროთ, იმ ქამრებზე უნდა დაეკიდოთ
შემდეგი სტატიაავეტისიანების მკვლელობის საქმის ახალი დეტალები