ავეტისიანების მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

სომხური მედიის ცნობით, 12 იანვარს გიუმრიში რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის მიერ ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრის დახოცვის საქმეზე ჩატარებულმა სასამართლო დაქტილოსკოპიურმა, ქიმიურმა და ტრასეოლოგიურმა ექსპერტიზებმა დაასკვნეს, რომ ავეტისიანების ოჯახის წევრების დახოცვისას გამოყენებულ იარაღს მაყუჩი არ ეკეთა….

დახოცილი ავეტისიანების ოჯახის ადვოკატი ერვანდ ვაროსიანი აცხადებს, რომ მაყუჩის არა არსებობა იაღაღზე კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის დანაშაულის ჩადენის გარემოებებს, რადგან მაყუჩის გარეშე სხვადასხვა ოთახებში გაკეთებული ამდენი გასროლა, აუცილებლად უნდა გაეგოთ ავეტისიანების მეზობლებს, რომლებიც მათთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ და ზოგიერთს მათთან მხოლოდ კედელი ჰყოფს…

ადვოკატ ვაროსიანის აზრით, საჭიროა კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის შედეგების დალოდება, რათა საბოლოო დასკვნა გაკეთდეს მკვლელობის ადგილის დასადგენად… ,, ასევე ეჭვებს იწვევს რუსული პროკურატურის მხრიდან. კონკრეტულ კითხვებზე 2 თვის განმავლობაში პასუხის არ გაცემა,, განაცხადა ავეტისიანების ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაში“შესახლების ადგილს პატიმრები არ ირჩევენ” – სასჯეაღსრულების პასუხი კახა ნაკანს
შემდეგი სტატიასაკადრო ცვლილებებს თავდაცვის უწყება ადასტურებს