შალვა აბულაძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დღეს გაიმართება

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დღეს გაიმართება. თუმცა, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

სასამართლოს გამართვის შესახებ ინფორნაცია ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ მიაწოდა.

მისი თქმით, შსს-ს განყოფილებაში აბულაძის მიმართ ბრალის დაზუსტება მოხდა და ასევე ორი მკვლელობის საქმე ერთ საქმედ გაერთიანდა.

“შალვა აბულაძეს წადგენილი ჰქონდა 109-ე მუხლი, მოხდა ბრალის დაზუსტება და აღნიშნული მუხლი შეიცვალა 353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. დღეს ორი მკვლელობის საქმე გაერთიანდა და ერთ საქმედ გარდაიქმნა, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში სხდომა სავარაუდოდ დღეს ჩატარდება,” – განაცხადა თამარ გაჩეჩილაძემ.

ამასთან, ის ამბობს, რომ შალვა აბულაძე სტრესული მდგომარეობის გამო ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს, თუმცა, წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება.

banner
წინა სტატიაშისააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფო ამერიკელებს 11 სექტემბრის ტრაგედიის გამეორებას ჰპირდება