სააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

სააღდგომოდ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პატიმრებს შეიწყალებს-ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე საუბრობს.

მისი თქმით, კომისიამ 420-მდე განცხადება განიხილა და რეკომენდაციები პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა.

ქორიძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, შესაბამისად, უცნობია რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.

როგორც ქორიძემ განაცხადა, განხილულ განცხადებებს შორის იყო უვადო ბრალდებულების მიმართვებიც, თუმცა, გაიცა თუ არა რეკომენდაციები უვადო ბრალდებულების შეწყალებაზე, კომისიის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: მოსახლეობა პოლიციას აქტიურად აწვდიდა ინფორმაციას და ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარა
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დღეს გაიმართება