,,ყოველთვის, როდესაც ბურჯანაძე ჩადის მოსკოვში და ბრუნდება უკან, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება”

საქართველოში რუსეთის გავლენა მხოლოდ მცოცავ ანექსიაში არ გამოიხატება, რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც – მაგალითად, სოკოებივით მრავლდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, ხალხი, რომელთა შესახებაც არავის სმენია, გამოდიან ტელევიზიით, აძლევენ ინტერვიუებს და შემდეგ ხდებიან ექსპერტები, რომელთაც მაღალი ანაზღაურება აქვთ. ჩვენ ასევე ვხედავთ გავლენას ქართულ მედიაზე. ჯერ კიდევ რთულია, ვთქვათ 100-პროცენტიანი დარწმუნებით, რომ რუსეთი უხდის მათ, თუმცა ვხედავთ, რომ განწყობა იცვლება. ასევე ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოფიციალურად და საჯაროდ არიან პრორუსულები”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახსენა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. “პარლამენტის ყოფილი სპიკერი და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ჩადის მოსკოვში, ხვდება პუტინს. არავინ იცის რაზე საუბრობენ ისინი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ის ჩადის მოსკოვში და ბრუნდება შემდეგ უკან, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის ბოლო შემთხვევა, რომელიც სწორედ მისი მოსკოვიდან დაბრუნდების მეორე დღეს მოხდა”.

banner
წინა სტატიაშიპოლონელემბა ნაცისტების დროინდელი ოქრო იპოვეს
შემდეგი სტატია19 წლის დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა