19 წლის დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

19 წლის დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კახა ფოდიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა.
რაც შეეხება საქმის ვითარებას, როგორც ცნობილია, დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ 16 წლის ნათია ფოდიაშვილის ბიძა და ბაბუა, რომლებიც, დაზარალებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მიმალვაში იმყოფებიან და ქვეყნის ტერიტორია აქვთ დატოვებული.
დათო ხარაზიშვილი საკუთარ ავტომობილში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 2014 წლის 15 დეკემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა. კერძოდ, გარდაცვლილის დედა, ხათუნა ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ 16 წლის ნათია ფოდიაშვილმა ოჯახის წევრებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დათო ხარაზიშვილმა იგი გააუპატიურა. თუმც, მოკლულის დედის ინფორმაციით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ფოდიაშვილის მიმართ სექსუალური ძალადობა არ დასტურდება.
“ჩემი შვილი ნათია ფოდიაშვილმა 14 დეკემბერს გაიტყუა სახლიდან, შემდეგ კი დაახვედრა მამა, ბაბუა და ბიძა, რომლებიც ჩასხდნენ ჩემი შვილის ავტომობილში და სცემეს იგი. შემდეგ კი მამამ, რომელიც უკან იჯდა, ჩემი შვილი ცივი იარაღით მოკლა. ჩვენ მოვითხოვთ არა მხოლოდ მამის, არამედ ბაბუისა და ბიძის გასამართლებასაც, რაზეც იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს”, – განაცხადა ხათუნა ელიზბარაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ყოველთვის, როდესაც ბურჯანაძე ჩადის მოსკოვში და ბრუნდება უკან, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება”
შემდეგი სტატიაშვედმა ბრეივიკს 150 სასიყვარულო წერილი გაუგზავნა