ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს მიმართვას+ვიდეო

alasania

,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მოიწოდებს ერთმანეთთან დაპირისპირების გამო ქვეყნის ინტერესებს ზიანი არ მიაყენონ. ამის შესახებ ალასანიამ გადაცემა ,,არჩევანში” გააკეთა განცხადება:

,,მე მინდა, მოვუწოდო ივანიშვილს და ვუთხრა სააკაშვილსაც: თავი დაანებეთ ერთმანეთთან დაპირისპირების პირობებში საქართველოს ინტერესების უკან წაწევას. ეს ვნებს ქვეყანას, ეს ვნებს ჩვენს მომავალს. მოდი, თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ ყველა პოლიტიკური ძალა, მედიასაშუალებები გავათავისუფლოთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება, საზოგადოებასთან იურთიერთონ და დავიწყოთ წინასაარჩევნო კამპანია ამ გარემოში! გაიმარჯვოს იმან, ვინც მეტად დაარწმუნებს საზოგადოებას, მას დაუჭიროს მხარი და არც ამერიკა, არც ევროპა ამაზე მეტს არ ითხოვენ: ყველას უნდა, რომ საქართველო იყოს წარმატებული, საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები, ჩაიდოს ფული… დიდი შანსები გვაქვს და ამ ყველაფერს წყალში ყრის ეს დაპირისპირება, რომელსაც ეწირება სახელმწიფო ინტერესები. მე დღესაც ხელისუფლებაში მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ღრმა პატივს ვცემ – ჩვენ ხომ ერთად მოვედით ხელისუფლებაში და ერთად შევცვალეთ სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ თუ ეს ხელისუფლება არ შეისმენს ხალხის ხმას, თუ არ შეისმენს ჩვენი უცხოელი პარტნიორების გაფრთხილებებს, დაემართება იგივე, რაც დაემართა წინა ხელისუფლებებს, მათ შორის – სააკაშვილის ხელისუფლებასაც. ეს ხალისს დაუკარგავს ჩვენს პარტნიორებსაც, – ამერიკელებს, ევროპელებს, რომ დაგვეხმარონ და ვინ იხეირებს ამ შემთხვევაში? – რადიკალები, ის ძალები, რომლებიც ამბობენ, „აი, აღარც ამერიკა გვეხმარება, აღარც ევროპა და მოდი, ჩვენ შევავსებთ ამ ნიშას – პრორუსები და ნაციონალისტებიო“. მაგრამ ეს არ გამოვა! მე, როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ლიდერი, ყველაფერს გავაკეთებ, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებისთვის და იმისთვის, რომ დავანახო მას გამოსავალი ერთი შეხედვით, თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობიდან“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

https://youtu.be/9iZKwc5CE4A

banner
წინა სტატიაშიგაეროს მცდელობა ნარკოტიკების ლეგალიზება მოეხდინა, ჩავარდა
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილის თქმით ივანიშვილი ,,რუსთავი 2–ის” 20–30 გადაქცევას ცდილობს