გოკა გაბაშვილის თქმით ივანიშვილი ,,რუსთავი 2–ის” 20–30 გადაქცევას ცდილობს

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი, რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს და ამბობს, რომ დღეს ივანიშვილი იბრძვის იმისთვის, რომ „რუსთავი2 ან დაიხუროს ან გადაიქცეს 20-30-ად“.

„ეს არ არის მოსამართლე, ეს არის ადამიანი, რომელსაც მიღებული აქვს დავალება და ეს დავალება უნდა შეასრულოს ნებისმიერ ფასად. თუნდაც იმის ფასად, რომ განაცხადოს, რომ დედა მისი ნათესავი არ არის. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გაშმაგებით იბრძვის ბიძინა ივანიშვილი, რომ რუსთავი2 გააჩუმოს. რუსთავი2-ის გაჩუმება არის ძალიან ძნელი. ეს ტელეკომპანია არის უფრო პოპულარული, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია,“ – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი წარსულში მისი გუნდის შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამისათვის მათმა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური საფასური გადაიხადა და დღეს ოპოზიციაშია.

„ურთმელიძის ქაღალდი დარჩება ფარატინა ქაღალდად,“ – ამბობს გაბაშვილი და აცხადებს, რომ საზოგადოების პროტესტი დიდი იქნება, რომლის ნაწილიც იქნება ნაციონალური მოძრაობაც.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს მიმართვას+ვიდეო
შემდეგი სტატია,,ვიღაცას ჰგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის გამო ვაკეთებთ – ეს სპეკულაციაა”