ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ლაშა შურღაიამ, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, შეიძინა და შეინახა 4 ათას 800 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები, რომელიც მოტყუებით გაასაღა საქართველოს მოქალაქეზე.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“თუ ოდესა დაეცა, საქართველოც წაიშლება მსოფლიო რუკიდან”, – სააკაშვილის ინტერვიუ BBC-ის