“თუ ოდესა დაეცა, საქართველოც წაიშლება მსოფლიო რუკიდან”, – სააკაშვილის ინტერვიუ BBC-ის

მე არ ვაპირებთ შევეგუო უკანონობას- მიხეილ სააკაშვილი

რატომ დათანხმდა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს – ამ საკითხზე თავად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა BBC-ის ეთერში ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოდესას ამ ეტაპზე კორუფციული ჯგუფების ინტერესებთან ბრძოლა სჭირდება – ეს კი მისთვის დიდი გამოწვევაა.

მან კომენტარი საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ქართული პასპორტი მისთვის გარანტირებულ პატიმრობას ნიშნავდა, თუმცა სააკაშვილმა დაამატა, რომ ეს ყველაფერი დროებითია.

“ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. პრეზიდენტი პოროშენკო და უკრაინის თითქმის ყველა მოქალაქე ხვდება, რომ ძველი გზით სიარული შეუძლებელია. რაც შეეხება ჩემ მოქალაქეობას, საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამართლებრივი დევნა ჩემ წინააღმდეგ. ქართული პასპორტი ნიშნავს გარანტირებულ პატიმრობას საქართველოში. ეს დროებითი ვითარებაა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ოდესა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან. თუ ოდესმე, ოდესა დაეცა, საქართველოც წაიშლება მსოფლიო რუკიდან. ეს ნათელია, თუ რეგიონის გეოპოლიტიკას შევხედავთ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა BBC-ის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაოდესის ახალი პროკურორი შესაძლოა ზურაბ ადეიშვილი გახდეს