დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა, 36 წლის მამაკაცი კახაბერ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში დააკავეს.

ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი 4.0754 გრ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაბავშვო ბაღებში სკოლისთვის მოსამზადებელი ჯგუფის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია
შემდეგი სტატიაყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს