ყაზბეგის 20-ში მაღაზია გაძარცვეს

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის #20-ში კომპიუტერული მაღაზია გაძარცვეს. როგორც  მაღაზიის მფლობელმა, რობერტ გაჩეჩილაძემ განაცხადა, მაღაზია სავარაუდოდ ერთმა პირმა გატეხა. მისივე თქმით, წაღებულია ერთი ლეპტოპი, მთლიანობაში კი ზარალი 5000-ლარამდე შეადგენს.
“მძარცველმა ქვით ჩაამტვრია მაღაზიის ვიტრაჟი. აქედან შიგნით ვერ შეაღწევდა, თუმცა მიწვდა ლეპტოპს და წაიღო. მისი ღირებულება 1450 ლარს შეადგენს. მთლიანობაში ზარალი 5000 ლარამდეა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაში,, ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ”
შემდეგი სტატიათშუ-ს სტუდენტების აქცია- მონაწილეები ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის დროს 22.00 საათამდე აძლევენ