“ღიად გაყიდა ლიდერის გადაწყვეტილება”- ინგა გრიგოლია გოგი თოფაძის განცხადებაზე

ლამბერსექსუალური იმიჯი

ლამბერსექსუალური იმიჯიჟურნალისტი ინგა გრიგოლია გოგი თოფაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიტიკოსმა ლიდერის გადაწყვეტილება გაახმოვანა.

“არაობიექტურები იყვნენო. დგებოდა პოლიტიკური საბჭოებზე საკითხებიო, იმ თემაზეო, რატომ არიან ეს ადამიანები არაობიექტურებიო…..(მიშველაძე და გრიგოლიაო)-ბრძანა ბატონმა თოფაძემ დღეს…… და ღიად გაყიდა ლიდერის გადაწყვეტილება. გააკავონ ეს კაცი, რა მოხდება”,- წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ ეკა მიშველაძისა და ინგა გრიგოლიას მიერ გადაცემა ”არჩევანში” გაკეთებულ განცხადებებს გოგი თოფაძემ დღეს აბსურდული უწოდა. მისი თქმით, ამ ჟურნალისტების გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული არ ყოფილა.

„ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა არაობიექტუარდ აშუქებდა წლების მანძილზე რეალობას. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი თურმე ფუჭდება, ახალი ხელისუფლება ანგრევს სახელმწიფოს, ეკონომიკას, მედიას და ა.შ. პირიქით, უკუ ეფექტი მისცა ამან. ყველა ხვდებოდა, რომ ეს არ არის ობიექტური და ამით შესაძლოა ამა თუ იმ არხს დაეკარგა მაყურებელი. პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ძალიან წყნარად ლამის სამი წელი ვითმენდით ამას,“ – განმარტა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაკახა მამულაშვილი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს