პენტაგონი უკრაინაში სამხედროებს გააგზავნის

პენტაგონი უკრაინაში სამხედროების გასაგზავნად ემზადება, რომლებიც უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლების გაწვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ “ვაშინგტონ პოსტი” ამერიკულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
“ამერიკელი ჯარისკაცები დაახლოებით 600 უკრაინელ მებრძოლს გაწვრთნიან, რათა მათ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის შემთხვევაში იმოქმედონ, როგორც უსაფრთხოების პროფესიონალმა ძალებმა”, – წერს გამოცემა.
პენტაგონის პრესსპიკერის, ვანესა ჰილმანის განცხადებით, ეროვნული გვარდიის გაწვრთნაში დახმარება უკრაინის მთავრობამ მოითხოვა, რაც კიევს საპოლიციო ძალების რეფორმირებასა და ახალი ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

banner
წინა სტატიაში„ქუცნაშვილის შანსები მინიმალურია,” – ნინო გოგუაძე
შემდეგი სტატიაექსპერტი:ამოღებული იქნა ისეთი დეტალი, რომლითაც მოხდა დამნაშავის პიროვნების იდენტიფიკაცია