ქუთაისის პარლამენტთან ლევან კორტავას ოჯახის ახლობლების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის პარლამენტთან ამ წუთებში ლევან კორტავას ოჯახის წევრები და ახლობლები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ხუნდაძე მათ მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექპერტიზის შედეგებს უნდა გაეცნოს, რომელიც ადასტურებს, რომ ლევან კორტავას სიკვდილის მიზეზი არასათანადო მკურნალობა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან კორტავა გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 2013 წლის 23 მაისს გარდაიცვალა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დაპატიმრებულია კოლონიის 7 თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძეს დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს
შემდეგი სტატიაერაყის პოლიცია: „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა 45 ადამიანი ცოცოხლად დაწვეს