ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების პანაშვიდი რუსთავის ტაძარში მიმდინარეობს

მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებსრუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების პანაშვიდი მიმდინარეობს. რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც მიბრძანდა.

ტაძრის ეზოში იმყოფებიან ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” გაჩენილი ხანძრის დროს გუშინ სამი ბავშვი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით გაწეული მომსახურებით გამოკითხულთა უმეტესობა კმაყოფილია
შემდეგი სტატიააქცია სენაკის პროკურატურასთან