დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით გაწეული მომსახურებით გამოკითხულთა უმეტესობა კმაყოფილია

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, რომელმაც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, გაწეული მომსახურებით კმაყოფილი დარჩა.
კვლევის თანახმად, ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით, გამოკითხულთა 43%-მა ისარგებლა, 55%-მა – არა. რაც შეეხება იმ 43%-დან უმრავლესობას, ვინც დაზღვევის პროგრამა გამოიყენა, 57% გაწეული მომსახურებით “სრულიად კმაყოფილი”, 33% – “ნაწილობრივ კმაყოფილი”, 5 % – “ნაწილობრივ უკმაყოფილო”, 3% კი – “სრულიად უკამყოფილო” დარჩა.
რაც შეეხება შეკითხვას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმართეთ თუ არა შემდეგ დაწებულებებს: გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს (112) რესპოდენტთა 32% დაუკავშირდა, იუსტიციის სახლს – 24%, მერია/გამგეობას – 11%, საკრებულოს 6%, პოლიციას – 3%, სასამართლოს – 2%, პარლამენტსა და პროკურატურას კი – 1%.
ამასთან, 112-ის მიერ გაწეული მომსახურებით რესპონდენტთა 90%-ზე მეტი კმაყოფილი დარჩა, 6% – უკმაყოფილო. იუსტიციის სახლის მომსახურებასთან დაკავშირებით კმაყოფილება 96%-მა დააფიქსირა, მერიის და გამგეობის მიერ გაწეული მომსახურება დადებითად 58%-მა შეაფასა, საკრებულოს მომსახურებით კმაყოფილია – 69%, პოლიციის მიერ გაწეული მომსახურებით კი – 70%.

banner
წინა სტატიაშიგია სალუქვაძე: არასრულწლოვნები ჩვენ არ მიგვიწვევია
შემდეგი სტატიაქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების პანაშვიდი რუსთავის ტაძარში მიმდინარეობს