“ქართული ოცნება” კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს დღევანდელი შეხვედრის მთავარ თემას აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილი მდგომარეობა წარმოადგენს.
პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობენ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მათ შორის ავთანდილ ბერიძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი და დავით ბაციკაძე.
როგორც მათ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებისას განუცხადეს, პოლიტსაბჭოს ფარგლებში განიხილავენ იმ პრობლემებს, რაც შეიქმნა აჭარის უმაღლეს საბჭოში და იმსჯელებენ პრობლემის შექმნის მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.
არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლის მიმართულებით ბრძოლები არ წყდება
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კანადას რუსეთის წინააღმდეგ ლეტალური იარაღი და დაფინანსება სთხოვა