ქართული ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დგას–ირაკლი ალასანია

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანიაქართული ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დგას, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა დროულად წარმოადგინოს. “მე მართლაც შემიძლია ვთქვა, რომ კოლაფსის წინაშე დგას ქართული ეკონომიკა, იმდენად აუტენელ ტვირთად ადევს ჩვენს მოქალაქეებს ლარის გაუფასურება და ზოგადად ეკონომიკური გუნდის მუშაობა. პარლამენტს აქვს ზედამხედველობის ფუნქცია და წესით ყველა დეპუტატს უნდა აინტერესებდეს, თუ რა კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას ადგენს ეკონომიკური გუნდი. გარკვეული თათბირები, რომელიც ტარდება პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, ეს სწორი ნაბიჯებია, მაგრამ არის ძალიან დაგვიანებული. ასეთი შეხვედრები უნდა ჩატარებულიყო დეკემბერში. დეკემბერშივე რომ დაეწყოთ კრიზისის მოგვარებაზე ზრუნვა, დღეს ასე მძიმედ აღარ დააწვებოდა მოქალაქეებს ლარის გაუფასურება საკუთარ ზურგზე”, – განაცხადა ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლდიერის აზრით, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა უნდა მოხდეს საჯაროდ და ის უნდა დაინახოს ყველამ, მათ შორის ბიზნესმაც და საზოგადოებამაც. “ყველამ უნდა ნახოს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს მთავრობა. მე ვურჩევდი თავად ვიცე-პრემიერს, რომლის მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა გვაქვს და თუ ვინმეს შერჩა რაღაც ნდობა მთავრობისადმი ეს არის სწორედ ვიცე-პრემიერი კვირიკაშვილი, რომ აუცილებელია, არ ჩაიკეტოს მთავრობა – სიმართლე გითხრათ, იქ კომპეტენცია არ არის ისეთი, რომ ასეთ მასშტაბურ კრიზისს გაუმკლავდნენ. ჩემი აზრით, პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი როგორც ექსპერტები, ისე ის ადამიანები, ვინც საქართველოში ქმნიან სამუშაო ადგილებს, ანუ ბიზნესი და ეს გადაუდებლად უნდა მოხდეს. თუ მათ აინტერესებთ პოლიტიკური ძალების აზრი, ამასაც არ დავიშურებთ და მივახმართ. ჩვენ მზად ვართ ჩვენი კომპეტენციაც მივახმაროთ”, – აღნიშნა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.
ალასანიას შეფასებით, ორ საკითხზე უნდა დაიწყოს სასწრაფოდ მუშაობა: რითი წაახალისებენ ექსპორტს და რა მექანიზმებით უზრუნველყოფენ ინვესტიციების შემოტანას.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრობლემა ქვეყნის–ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიარუსეთი ყოველთვის გამონახავს ადეკვატურ პასუხს, გარედან მომავალ ზეწოლაზე–ვლადიმერ პუტინი