ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია განცხადებას ავრცელებს

ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია

ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია ე.წ. ,,კასრების კადრების” ზუგდიდში ჩვენებასთნ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია

“ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გამართულ ჩვენებასთან დაკავშირებით ცალსახად ვაცხადებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძოდ კი მერია და მე, ქალაქის მერი-ამ ჩვენების ორგანიზატორები არ ვყოფილვართ. ვფიქრობთ, რომ ეს დეზინფორმაცია მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მიმართულია ჩვენი დისკრედიტაციისკენ. ფილმის ჩვენების ორგანიზატორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია (,,საზოგადოებრივი აზრის დარბაზი“ ) გახლდათ. რაც შეეხება ჩემი იქ ყოფნის მიზეზსა და მიზანს, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რისი თავიდან ასაცილებლად ჩავთვალე საჭიროდ ადგილზე მივსულიყავი და აგვერიდებინა ეს დაპირისპირება, რაც საბედნიეროდ, მოვახერხეთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ქალაქ ზუგდიდში ე.წ. ,,კასრების კადრების“ საჯარო ჩვენების ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია არ ყოფილა”, -ნათქვამია ქალაქ ზუგდიდის მერის განცხადებაში.

ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში, წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ჩანაწერების საჯარო ჩვენება გუშინ, 18 ოქტომბერს მოეწყო.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–რა გეგმა ჩაუვარდა ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას „ნაციონალების“ წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაექსკლუზივი–„იმედი“ ერთ-ერთ ბანკში გაიცვალა?